logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ მიხეილ სააკაშვილისგან, ჰააგის სასამართლოზე მისი განცხადებაც არ უნდა გაგვიკვირდეს
- +

10 აგვისტო. 2020. 16:42

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილის ბოლო წლების განმავლობაში.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ ამ ადამიანისგან. ეს სიახლე არ არის. არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან განვლილ წლებს თუ გადავხედავთ, რა განცხადებებს აკეთებს ეს ადამიანი, ეს კონკრეტული განცხადებაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვიკვირდეს. საქმე ეხება ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის, რაც მოხდა 2008 წელს, ის ძალიან დიდი უბედურება, მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რათა რეალურად აერიდებინა ეს დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, საიდანაც დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი, გვყავს ბევრი გარდაცვლილი ადამიანი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ. ბევრი რამის თქმა შემიძლია, თუმცა ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას არ გავაკეთებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სასამართლოს შენობასთან განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტებმა რუსეთ-საქართველოს ომზე ანგარიში მისი თხოვნით წარადგინეს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner