logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება მუნიციპალიტეტს საკანონდებლო დონეზე მეტი საშუალება მივცე
- +

10 აგვისტო. 2020. 17:04

 

 

პოლიტიკური გაეთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა თელავის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატი ახმეტის ამომრჩეველს წარუდგინეს.

 

ირაკლი ქადაგიშვილმა თავის ოლქში განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წინა საარჩევნო კამპანია დატვირთული იქნება.

 

„ყველა ის გამოწვევაზე, რაც ჩვენს რეგიონს აქვს, მექნება საუბარი მოქალაქეებთან და არა მარტო გაკეთებული საქმის, დღევანდელი პრობლემები, ხვალინდელი გადასაწყვეტი საკითხები რაც არის, ყველა ამ თემაზე გვექნება საუბრები. იმიტომ, რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება მეტი საშუალებები მივცეთ საკანონმდებლო დონეზე მუნიციპალიტეტს, რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომ უფრო აქტიურად, მეტი სიკეთის მოტანა შეძლოს მან ჩვენი მოქალაქეებისათვის. ყველა ის პროგრამა, რომელიც კახეთში მუშაობს, ვიცი და ვარ დანერგვაში თანამონაწილე, აქაც ვიცით, თუ რა გამოწვევებია, რა საჭიროებს დახვეწას. რა თქმა უნდა, ესეც გამარჯვების შემდეგ იქნება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ცნობისთვის, დღეს, 10 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner