logo_geo
eng_logo
ილია მეორე ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
- +

10 აგვისტო. 2020. 18:42

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველ მომღერალს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

 

„დიდ მამულიშვილს, ჩვენი იდენტობის დიდ დამცველს, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის დიდ შემომკრებსა და პოპულიზატორს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს.

 

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც ვიტყვით, რომ არამარტო ბატონი ანზორის, საერთოდ ერქომაიშვილების გვარის ღვაწლი ამ მხრივ ფასდაუდებელია.

 

ღმერთმა წყალობითა თვისითა აღავსოს იგი და დალოცოს მისი ოჯახი“, – ნათქვამია ილია მეორის მისალოც წერილში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner