logo_geo
eng_logo
მოქალაქეები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს
- +

10 აგვისტო. 2020. 18:47

 

 

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში,  დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ  Covid-19-ზე ტესტირება

 

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული რეგულაციები დაწესდა.  როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგების მიერ კოვიდ-19-ზე აღებული 30 სინჯიდან დაფიქსირდა 16 დადასტურებული შემთხვევა, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  საჭირო გახდა შესაბამისი შეზღუდვების შემოღება.  ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება და შესაძლო კონტაქტების მოძიება.

 

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ  Covid-19-ზე ტესტირება.

 

აგრეთვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია Stop CoVid - რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას,

 

 

right_banner
არქივი
right_banner