logo_geo
eng_logo
ბესო ბერულაშვილი: ირაკლი ქადაგიშვილი - ეს არის დაუშრეტელი ენერგია, პროფესიონალი
- +

11 აგვისტო. 2020. 02:26

 

 

ირაკლი ქადაგიშვილი ეს არის დაუშრეტელი ენერგია, პროფესიონალი და რაც ყველაზე მთავარია სამშობლო უყვარს, - ამის შესახებ იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა თელავში, მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ქადაგიშვილმა გუბერნატორობის პერიოდში ბევრი რამ გააკეთა კახეთისთვის.

 

„ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მახსოვს ირაკლი ქადაგიშვილი. ეს არის დაუშრეტელი ენერგია, პროფესიონალი და რაც ყველაზე მთავარია სამშობლო უყვარს და ბევრი რამ გააკეთა, მისი გუბერნატორობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა კახეთში და ახლაც დარჩენილი რაც არის, ალბათ პარლამენტის ტრიბუნიდან გააგრძელებს. წარმატებას ვუსურვებ, იგი ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია”, - განაცხადა ბესო ბერულაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner