logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ოზურგეთის დრამატული თეატრი სრულად რეაბილიტირდა
- +

11 აგვისტო. 2020. 14:46

 

 

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ფონდმა თეატრის რეაბილიტაციისთვის 18 მლნ ლარი გამოყო, სამუშაოებზე დასაქმდა 120 ადამიანი.

 

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში განთავსებულია ორი სცენა, რამდენიმე სარეპეტიციო ოთახი, ახალი საგრიმიოროები, რადიო სტუდია რადიოსპექტაკლების ჩასაწერად და სხვ. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

ოზურგეთის თეატრი 1961 წელს აშენდა და მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner