logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ
- +

11 აგვისტო. 2020. 15:05

 

 

„სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

„სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ.

 

თავდადებისთვის მზადყოფნა ჩვენი ეროვნული სულისკვეთებაა. საქართველო აქამდე სწორედ ამ თავდადებამ მოიყვანა.

 

სამშობლოსათვის დაღუპულთა პატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა და მათი თავგანწირვის მაგალითზე შენდება ჩვენი ქვეყნის მომავალი.

 

როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

right_banner
არქივი
right_banner