logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას, ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს პროცესებს
- +

11 აგვისტო. 2020. 16:34

 

 

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

 

მისი თქმით, ოჯახი ასევე თვალყურს მიადევნებს როგორც სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდს.

 

„დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner