logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: ეს არის მამულიშვილური საქმე, მადლობა ბიძინა ივანიშვილს
- +

11 აგვისტო. 2020. 16:55

 

 

 

ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესს და ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობას პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია გაეცნო.

 

გიორგი გამსახურდია გამსახურდია ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლ-მუზეუმის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და პროექტის ეროვნულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

მისი თქმით, ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ასე ვთქვათ „ტაძრის“ ამ ფორმით აღდგენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება შენახვა მნიშვნელოვანია.

 

,,პირველად ამ ადგილას 1999 წელს ვიყავი, ეს იყო ზამთრის პერიოდი და იავარქმნილი იყო გარშემო ყველაფერი, იმ პერიოდის შესაბამისად. მაშინდელი ხელისუფლება ამით დიდად არ იყო დაინტერესებული, შემდეგშიც ის უყურადღებობა და ჩვეული სტილი გაგრძელდა ყველანაირი ცვლილების გარეშე. ბევრი რამ მქონდა ამ ბოლო დღეების მანძილზე ნანახი ტელევიზიების მეშვეობით და ჩემი მეგობრების მონაყოლიც ბევრი მქონდა გაგონილი აქ არსებულ მდგომარეობაზე. პირველ რიგში ეს არის ის მამულიშვილური საქმე, რომელიც ბატონმა ბიძინამ განახორციელა. ეს პროექტი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეგიონალური თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი აქცენტი, რაც მე დავინახე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრიდან, ეს არის, რომ მისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფა. ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ასე ვთქვათ „ტაძრის“ ამ ფორმით აღდგენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება შენახვა მნიშვნელოვანია. თავისთავად ცხადია მადლობა მას და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესშია ჩართული" - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

 

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის მარტში იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებასაც დაპირდა. ბაღის მშენებლობა ,,ქართუმ“ უკვე დასრულდა, სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს, იქვე მოეწყობა დასასვენებელი პარკი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner