logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ღარიბაშვილის ყოველ სიტყვას ქმედითი ნაბიჯი მოჰყვება
- +

11 აგვისტო. 2020. 19:12

 

 

„სამინისტროებს და მინისტრებს ჯილდო რომ გადაეცემოდეს, ცალსახად, წლის აღმოჩენის პრიზს თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებდა.“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რამდენიმე თვეა, რაც „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი“ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს და სასიხარულოა, რომ სამინისტროში უამრავი პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს.

 

„მინისტრის ყოველ სიტყვას ქმედითი ნაბიჯი მოჰყვება, რისი დასტურიც სამინისტროს მიმართ საზოგადოების ნდობას ზრდის მაღალი მაჩვენებელია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საზოგადოებისთვის თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რამოდენიმე მნიშვნელოვანი/პოზიტიური სიახლის შესახებ გახდა ცნობილი - გაცხადდა თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის „7 დღე ჯარისკაცად“, შესახებ, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. არსებული სიახლე, შემუშავების პროცესში, სამხედროებმა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. ამასთანავე, ისინი შეეხნენ ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობის საკითხს: 18 -დან 22-ი წლის სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ; აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია, პარალელურად რეზერვისტს სამოქალაქო სამსახური უნდარჩუნდება; რეზერვისტმა წლის განმავლობაში 45-დღიანი მომზადება უნდა გაიაროს მინიმალური წლიური ანაზღაურება კი, 2700 ლარია“, - განმარტა ჩიხლაძემ.

 

მისი შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული, მორიგი სოციალური ინიციატივა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

 

„მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია დამატებით, სემესტრულად 750 ლარის ოდენობის მინისტრის სტიპენდია, აღნიშნულ ინიციატივაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების სწავლების დაფინანსება. უკვე დაიწყო და განხორციელების პროცესშია ბინების დაკანონება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, უწყების ბალანსზე არსებული 5000 ბინის დაკანონებას ითვალისწინებს. ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანი, გამჭირვალე და სამართლიანი წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს“, - განაცხადა „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ მინისტრმა სრულად გაითავისა მასზე დაკისრებული პასუხიმგებლობა და ღირსეულად ზიდავს თავდაცვის მინისტრის ტვირთს.

 

„მინისტრი გახდა ლიდერი და საიმედო საყრდენი ჯარისკაცებისთვის, მან გვაჩვენა, რომ ლიდერობა არ არის მხოლოდ სტატუსი, არამედ ლიდერობა ქმედება, აღმშენებლობა და ადამიანებზე ზრუნვაა“. - თქვა დავით ჩიხელიძემ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner