logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კორონავირუსის საშიშროება არსად წასულა, მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი საქმიანობა უნდა იყოს დღის წესრიგში
- +

12 აგვისტო. 2020. 16:32

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კორონავირუსის საშიშროება არსად წასულა, კვლავ არსებობს და მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი საქმიანობა უნდა იყოს დღის წესრიგში.

 

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გიორგი ვოლსკი სვანეთთან დაკავშირებით მიღებულ შემზღუდავ ზომებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლაში რა სტრატეგიასაც მიჰყვება, მხარდასაჭერია, მაგრამ ამავე დროს, თუ თავად საზოგადოება არ იქნება მობილიზებული, ყველანაირი ძალისხმევა უშედეგო იქნება.

 

„იგივე, სვანეთში 900 ადამიანი არის გარიდებული და საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. უამრავი პროვოკაციული განცხადება იყო, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს, მაგრამ რესურსი ამოუწურავი არ არის. აქედან გამომდინარე, მათი მოქმედებები ინტენსიურია, მაგრამ მოსავლელი ხალხის რაოდენობამ გარკვეულ ლიმიტს არ უნდა გადააჭარბოს. ადამიანი არ მეგულება, არც ოპოზიციაში მათი დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, რომელიც არ და ვერ ხედავს, თუ რამხელა საშიშროება აგვცდა, თუმცა ისიც დასანახია, რომ ეს საშიშროება არსად წასულა, კვლავ არსებობს და მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი საქმიანობა უნდა იყოს დღის წესრიგში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner