logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: დიდგორი ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვების, ერთიანობისა და უძლეველობის სიმბოლო!
- +

12 აგვისტო. 2020. 16:39

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა დიდგორობის სახალხო დღესასწაული მოსახლეობას დიდგორის ველიდან მიულოცა.

 

„გილოცავთ დიდგორობას! დიდგორი - ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვების, ერთიანობისა და უძლეველობის სიმბოლო.

 

დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებულად გვიწევს ჩვენი ეროვნული გამარჯვების დღის აღნიშვნა.

 

გადავწყვიტეთ, მოვსულიყავით აქ, სადაც საქართველოს ძლიერ სახელმწიფოებრიობას ჩაეყარა საფუძველი და მოკრძალებულად აღგვენიშნა საქართველოს უდიდესი გამარჯვების დღე.

 

ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გაძლიერებას, გამთლიანებას. მწამს, რომ მიზანდასახული, თანმიმდევრული შრომით, აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner