logo_geo
eng_logo
ბელიაშვილის ქუჩის პირველ ჩიხში ასფალტის პირველი ფენა იგება
- +

12 აგვისტო. 2020. 17:39

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

 

მოსახლეობის მოთხოვნით, ბელიაშვილის ქუჩის პირველ ჩიხში, მესამე კორპუსის მიმდებარედ, ასფალტის მოწესრიგება მიმდინარეობს. 750 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება, დაზიანებული ბორდიური უკვე მოწესრიგდა. პროექტის მიხედვით, უახლოეს დღეებში ასფალტის მეორე ფენა დაიგება.

 

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის 50 310 ლარია გამოყოფილი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner