logo_geo
eng_logo
თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
- +

12 აგვისტო. 2020. 19:54

 

 

​15 აგვისტოს დაგეგმილ, „Qatar Airways“-ის თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

 

„მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია „Qatar Airways“-ის თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება: 15 აგვისტო, თბილისი – დოჰა (გაფრენა 03:10 ჩაფრენა 05:20).”

 

„აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner