logo_geo
eng_logo
ია მეტრეველმა ორგანიზაცია „დავასრულოთ ნაცები“ დააფუძნა
- +

12 აგვისტო. 2020. 22:42

 

 

ია მეტრეველმა, თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია “დავასრულოთ ნაცები” დააფუძნა.

 

“ვაგრძელებთ ბრძოლას, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში აი, ამ დიდმა მტერმა, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ჯერ კიდევ არ დაასრულა ბოროტული ქმედებები.

 

ჩვენი ორგანიზაციის სახელი არის “დავასრულოთ ნაცები”. ნაციონალურ მოძრაობას უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნისთვის და მე ვიტყოდი, საქართველოს ისეთი მტერი არ ჰყოლია, როგორიც არის ეს პარტია. სწორედ ეს არის მიზანი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმის აღსაკვეთად, რაც დღეს ხდება”, – განაცხადა მეტრეველმა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner