logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ახლა მის ოჯახს პირველ რიგში გვერდში დგომა სჭირდება და ეს სწრაფი და სამართლიანი გამოძიებით შეგვიძლია
- +

12 აგვისტო. 2020. 23:45

 

 

„მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა. მესმის, რომ ეს ყველაფერი როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს უფრო ემოციურია, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მის ოჯახის წევრებს. ახლა მის ოჯახს, პირველ რიგში, გვერდში დგომა სჭირდება და გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და მისი სწრაფად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა სისხლის სამართლის საქმეში“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

 

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

 

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner