logo_geo
eng_logo
სასწავლო წლის დაწყების თარიღი ცნობილია
- +

13 აგვისტო. 2020. 02:49

 

 

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კომენტარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

„სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

მისი თქმით, გამოქვეყნდება გარკვეული რეკომენდაციები, რომლის ნახვის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა. სამედიცინო პროტოკოლი კი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგან უზრუნველყოფილი იყოს ბავშვების ჯანმრთელობა.

 

„მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

 

ცნობისთვის, სკოლებში გაკვეთილებზე დასწრება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მარტში აიკრძალა. პირველი აპრილიდან კი, დისტანციური სწავლების რეჟიმი ამოქმედდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner