logo_geo
eng_logo
2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდება
- +

13 აგვისტო. 2020. 15:22

 

 

ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 მარტამდე გადაუვადდებათ.

 

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ასევე, თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

 

შეღავათი შეეხება 24 ათასზე მეტ მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს.

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებს აქამდე 1 სექტემბრამდე ჰქონდათ გადავადებული.

 

განბაჟების ვადის 2021 წლის 1 მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები.

 

 

right_banner
არქივი
right_banner