logo_geo
eng_logo
მურთაზ გულედანი: განვიხილავთ მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას
- +

13 აგვისტო. 2020. 22:59

 

უკვე 29-ე დღეა რაც მესტიიდან დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ყოველდღიურად 80 მეხანძრე-მაშველი და სამართალდამცველები არიან ჩართულნი, თუმცა მოზარდის პოვნას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

 

13 წლის ბიჭის დაკარგვის შესახებ, 112-ში შეტყობინების შესვლის დღიდან მის გაუჩინარებაზე არაერთი ვერსია დასახლდა. მშობლები მისი პოვნის იმედს ამ დრომდე არ კარგავენ.

 

მესტიის მერიის წარმომადგენელმა ილია ფილფანის დაკარგვის 2 ვერსიაზე ისაუბრა. მურთაზ გულედანის თქმით, ერთი ვერსიით, მოზარდი მესტია-ჭალას მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, მეორე ვერსიით კი ის ტყეში დაიკარგა და რომელიმე ცხოველის მსხვერპლი გახდა.

 

„თითქმის ერთი თვეა ბავშვს უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია და მოხალისეთა ჯგუფებიც გვემატება. მოზარდის კვალი კი არ ჩანს არსად. ოჯახი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ გამოჩნდება.

 

ამ დროისათვის გაუჩინარების ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას. ბოლო ერთი წელია სოფელში მხეცებს პირუტყვიც არ გაუტაცებიათ, არც ადამიანის შემთხვევა გვქონია, მაგრამ ბავშვი სად წავიდა არ ვიცით. იქნებ ტყის მიმართულებით არის წასული და გზა აებნა.

 

რაც შეეხება მდინარეში გადავარდნის ვერსიას, სანაპირო პირადად მაქვს დათვალიერებული რამდენჯერმე და გარწმუნებთ, იქ იმდენი ციცაბო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავარდნა. თუ საბანაოდ შევიდა, ველოსიპედს ნაპირზე ხომ დატოვებდა? არც ველოსიპედი ჩანს. ესე იგი ველოსიპედიანად გადავარდა. მაინც არ ვკარგავთ პოვნის იმედს“ – აცხადებს მურთაზ გულედანი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner