logo_geo
eng_logo
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
- +

15 აგვისტო. 2020. 11:38

 

 

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

 

პროექტით განსაზღვრული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებასთან მისასვლელი გზა დაიკეტება.

 

სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახალრეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ „ბრიკორამასა“ და „აგროჰაბს“ შორის ამავალი გზით.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

right_banner
არქივი
right_banner