logo_geo
eng_logo
გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგი სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაიმართა
- +

15 აგვისტო. 2020. 12:00

 

 

გარემოსდაცვითი მმართველობის და კანონმდებლობის აღსრულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული  ტრენინგები გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. 

 

პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის  და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი დაესწრნენ.

 

იური ნოზაძემ შეხვედრაზე გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ახალ საკანონმდებლო ბაზაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტყის კოდექსზე და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებზე, რომელიც ქვეყანაში ახალ გარემოსდაცვით სისტემას ქმნის.

 

გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ზედამხედველობის კონტროლის, ბიომრავალფეროვნების და ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით,  ტრენინგი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას და იმ ვალდებულებების განხორციელებას, რაც მუნიციპალიტეტების დონეზე რეგულირდება.

 

ტრენინგები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაიმართება. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები გაუძღვებიან და მონაწილეებს, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner