logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

16 სექტემბერი. 2020. 10:13

 

 

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და 1412 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

 

right_banner
არქივი
right_banner