logo_geo
eng_logo
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შსს-ს სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები ეწვივნენ
- +

16 სექტემბერი. 2020. 11:19

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი - მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.

 

სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სხვა და სხვა ლაბორატორიები.

 

 

right_banner
არქივი
right_banner