logo_geo
eng_logo
თბილისში მიმდინარე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილეებს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მიმართა
- +

16 სექტემბერი. 2020. 11:20

 

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თბილისში მიმდინარე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სხდომის გახსნის ღონისძიებაში ის ვიდეომიმართვით ჩაერთო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

 

„მივესალმები  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს და  საქართველოს მთავრობას. ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში, გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების  აღმოსაჩენის საშუალებას“, - აღნიშნა ანტონიუ გუტერეშმა.

 

ამასთან, როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მიმდინარე ღონისძიება   მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს,

 

15-17 სექტემბერს საქართველო გაერო-ს   მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ეს კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში  უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

 

right_banner
არქივი
right_banner