logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 144 - ბათუმში, 29 კი თბილისში დაფიქსირდა
- +

16 სექტემბერი. 2020. 11:31

 

 

„კოვიდ-ინფიცირების 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: ბათუმი - 144 და ქობულეთი- 1, თბილისში - 29, ქუთაისი - 7, საჩხერე - 1, გორი - 4, გარდაბანი - 3, ოზურგეთი - 4, ზუგდიდი - 2, ფოთი ვ1, მცხეთა - 1“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით ინფიცირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აჭარაშია, რის გამოც განსაკუთრებული ძალებია მიმართული აჭარისკენ.

 

„იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზება და ალბათ ლიკვიდაციაც დროზე უნდა მოხდეს აჭარაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 1 319 პაციენტი მკურნალობს

 

დღეს საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.

 

right_banner
არქივი
right_banner