logo_geo
eng_logo
სტუდენტების პროტესტი სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება
- +

7 მარტი. 2016. 17:28


სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციას მართავენ - აქციის მონაწილეების ნაწილმა უნივერსიტეტის კანცლერის სამუშაო კაბინეტთან გადაინაცვლა, ნაწილი კი რექტორს ხვდება.


სტუდენტები უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სტუდენტური თვითმართველობისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობასა და დახარჯული თანხების არამიზნობრიობას აპროტესტებენ.


ლადო პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისას განმარტა, რომ 2015 წლის მონაცემების მიხედვით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოყოფილი თანხის მხოლოდ 22 პროცენტი დახარჯა.



სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური კი აცხადებს, რომ სტუდენტების მოთხოვნა,  თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხები სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე დაიხარჯოს, ვერ შესრულდება, რადგან ამის არანაირი მექანიზმი არ არსებობს:


„დაახლოებით 24 ათასი ლარი, რომელიც თვითმმართველობას გამოეყო და რომელსაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ, დაიხარჯა სტუდენტების ტრენინგისთვის და არა დასვენებისთვის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ თანხით ფინანსური პრობლემების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტები დაფინანსება შეიძლებოდა. ზოგი სტუდენტი ბანკიდან იღებს ვალს სწავლის გადასახადისთვის და ჩვენ რომ ვინმე დავაფინანსოთ, მათაც უჩნდებათ პრეტენზია. ჩვენ სოციალურად დაუცველებს ისედაც ვეხმარებით", - აღნიშნა საბაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×