logo_geo
eng_logo
თსუ-ის რექტორობის არჩევნებში სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
- +

14 სექტემბერი. 2016. 21:36



თსუ-ის რექტორის არჩევნებში სამი კანდიდატი დარეგისტრირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილმა განუცხადა, რეგისტრირებული კანდიდატები არიან, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შერვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე.


მისივე თქმით, რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს მიმდინარე წლის 23 სექტემბერს აირჩევს.


,,უკვე რეგისტრირებულია სამი კანდიდატი: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე და გიორგი შერვაშიძე. უნივერსიტეტის განვითარების შესახებ კანდიდატების ხედვებს, ასევე მათ ბიოგრაფიას გადავცემთ აკადემიურ საბჭოს. მოხდება მათი ვებგვერდზე განთავსებაც, რის შემდეგაც 23 სექტემბერს ჩატარდება გასაუბრებები, მოხდება კენჭისყრა და შედეგების გამოცხადება", - აღნიშნა დემეტრე ეგნატაშვილმა.


ამ დრომდე თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს მას შემდეგ აირჩიეს, რაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner