logo_geo
eng_logo
ქუთაისის აეროპორტამდე თბილისიდან შესაძლოა მატარებელი დაინიშნოს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 19:04



ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე შესაძლოა თბილისიდან მატარებელი დაინიშნოს. როგორც ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-ს „საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს, ამ ეტაპზე იდეა განიხილება და პროექტის მიზანშეწონილობა დგინდება.


მიმდინარეობს პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა და ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. ამის შემდეგ გადაწყდება, განხორციელდება თუ არა ეს პროექტი და როგორ განხორციელდება. შემდგომი ნაბიჯები ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. ვფიქრობთ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება", - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×