logo_geo
eng_logo
ილია მეორეს სავარაუდოდ აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს
- +

25 დეკემბერი. 2016. 16:13


 


საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ექიმი ცისანა შარტავა ჟურნალისტებთან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას სავარაუდოდ აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.


„პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ სავარაუდო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა ცისანა შარტავამ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner