logo_geo
eng_logo
თბილისში 400 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა
- +

25 დეკემბერი. 2016. 20:10


 


400 დევნილი ოჯახი  თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. 26 დეკემბერს, დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი გია ვოლსკი გადასცემენ.


თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში"  არსებული 200 ბინის გასაღებებს კი დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ.


დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან,  148- ერთოთახიანი, 27- ოროთახიანი და 25- სამოთახიანი.


დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. სულ ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner