logo_geo
eng_logo
მაღალი თანამდებობის პირების ნაცვლად, მე-13 ხელფასს მეეზოვეები, ავტობუსის მძღოლები, და სხვები მიიღებენ
- +

26 დეკემბერი. 2016. 00:21


 


თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები, მათი დამხმარეები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვები მე-13 ხელფასს მიიღებენ.


როგორც სამუშიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს არ აიღებენ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები.


ჯაბა სამუშიას თქმით, მიმდინარე წელს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად 6.5 მილიონი ლარი დაგროვდა. აღნიშნული თანხა სწორედ ამ პირების მეცამეტე ხელფასისთვის გაიცემა.


ჯაბა სამუშიას განცხადებით, ეს ადამიანები საჭიროებენ წახალისებას. მან საუბრისას ვერ დააკონკრეტა რა რაოდენობის პირი მიიღებს მე-13 ხელფასს. განაცხადა, რომ ამ პირთა რაოდენობის დათვლა მოხდება. 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner