logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია : კანონის წინაშე ყველა თანასწორია
- +

8 იანვარი. 2017. 20:54


 

„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა.


ვფიქრობ, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული როგორც გუშინ, სხვა დანარჩენ რესტორნებში მომხდარი ჩხუბების შემთხვევაში და სხვა დროს, როცა რესტორნებში ჩხუბობენ ხოლმე ადამიანები, პასუხს სთხოვენ მას ზუსტად ისე, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არსად გაქცეულა ეს ადამიანი, თვითონ მივიდა და მზად არის პასუხი აგოს",- განაცხადა ცაგურიამ.


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. „რუსთავი 2" -ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანში შუქი ჩაქრა.


ნიკა გვარამიაზე თავდასხმა სოციალურ ქსელში აღიარა ყოფილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.


გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე. 



 

right_banner
არქივი
right_banner