logo_geo
eng_logo
ტრამპის ორგანიზაციის და სილქ როუდ ჯგუფის ერთობლივი განცხადება
- +

9 იანვარი. 2017. 13:49


 



ტრამპის ორგანიზაცია და სილქ როუდ ჯგუფი ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემას სილქ როუდ ჯგუფის და საქართველოს მიმართ.


სილქ როუდ ჯგუფი, თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას (ტრამპის ორგანიზაციის გათავისუფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან). სამომავლოდ, სილქ როუდ ჯგუფი გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და დარწმუნებულია, რომ ეს ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც ბატონი ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ ერთი მიმართულება.




 

right_banner
არქივი
right_banner