logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბოდიში მინდა, მოვუხადო ყველას, ვისაც კუთვნილი მედლები დავუგვიანეთ
- +

9 იანვარი. 2017. 15:25


 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარჩინებულ სკოლადამთავრებულებისთვის მედლების გადაცემის ფაქტის გაჭიანურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ბავშვები მედლებს აუცილებლად მიიღებენ.

 

სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კარგად მოგეხსენაბთ, რომ გადამწყვეტ უპირატესობას ფასს ანიჭებს, ამიტომ ხანდახან არა მარტო მედლების, არამედ სხვა შემთხვევებშიც ხდება არაჯეროვანი შესრულება. ძალიან სამწუხაოდ ფაქტია. მეორე მხრივ, თვითონ მედლის ფიზიკურად გადაცემა არ უშლის ხელს ამ ბავშვებს თავისი სასწავლო მიზნების მიღწევაში. მინდა ბოდიში მოვუხადიო ყველას, ვისაც დავუგვიანეთ კუთვნილი მედლები, მე თავის დროზე ძალიან მეწყინებოდა ჩემს მედალს რომ დაეგვიანა, თუმცა აუცილებად მიიღებენ, მათი შრომა აუცილებლად დაფასდება. ეს ოქროს მედალი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანია ის შრომისუნარიანობა და ის უნარები, რაც ამ ხალხმა მიიღო", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

right_banner
არქივი
right_banner