logo_geo
eng_logo
გავლენიანი გამოცემა Telegraph მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
- +

9 იანვარი. 2017. 22:51


 

 

ბრიტანული გამოცემა Telegraph მკითხველს ევროპის 21 ქალაქში, მათ შორის თბილისში მოგზაურობას ურჩევს. სტატიის სათაურია „21 ევროპული ქალაქი, სადაც მოგზაურობაზე არასოდეს გიფიქრით, მაგრამ ამ ქალაქების მონახულება აშკარად ღირს."


სიის სათავეში იტალიური ქალაქი ბერგამოა, თბილისი კი მე-4 პოზიციას იკავებს. საქართველოს დედაქალაქის შესახებ შტაბეჭდილებებს მკითხველს ჟურნალისტი კლარა ალფრი აცნობს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა.


 „თბილისი ეს არის ქალაქი, სადაც თანამედროვე შენობები და ძველი ტრადიციული აივნიანი სახლები ერთმანეთან კარგად არის შეხამებული. საქართველოს დედაქალაქს ემატება ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები", - წერს კლარა ალფრი.


 

right_banner
არქივი
right_banner