logo_geo
eng_logo
როგორ გამოიყურება ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელი რეაბილიტაციის შემდეგ
- +

10 იანვარი. 2017. 16:04



შპს „თბილსერვის ჯგუფმა" ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავას „თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.


„აღნიშნულ, მიწისქვეშა გადასასვლელში შეიცვალა განათების ქსელი, მოეწყო ახალი სისტემა და დამონტაჟდა 150 ცალი ლედ სანათი. „თბილსერვის ჯგუფმა" ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლეში სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის თვეში დაიწყო, პირველ ეტაპზე მოპირკეთდა და მოიხატა კედლები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შშმ პირებისათვის განკუთვნილ ლიფტს.

 

შპს "თბილსერვის ჯგუფი" უერთდება კამპანიას #ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს და მოსახლეობას მოუწოდებს ისარგებლონ ქვეითთა გადასასვლელით, რისთვისაც 2017 წლიდან შპს "თბილსერვის ჯგუფი" მის მოვლა-პატრონობაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოებს იწყებს", - ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის" განცხადებაში.


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner