logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: იანვარში ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის პროექტის განხორციელება დაიწყება
- +

11 იანვარი. 2017. 10:33


 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ იანვარში ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის პროექტის განხორციელება დაიწყება.


ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას ვიწყებთ დღეს. ეს არის ავტობანის ნაწილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებას იანვარში ვიწყებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერის თქმით, 4 -პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი არის სივრცითი განვითარების გეგმა და ამ 4 წლის განმავლობაში 800 კილომეტრი გზის დაგება იგეგმება.




 

right_banner
არქივი
right_banner