logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: საქართველომ „გაზპრომთან” დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო
- +

11 იანვარი. 2017. 16:34


 


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, საქართველომ „გაზპრომთან" დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.


მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაიცვა და ის მიღწეული შეთანხმების დრამატიზირების საფუძველს ვერ ხედავს.


პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, რომელიც დასრულდა. რუსეთი ყოველთვის მოითხოვდა სხვა პირობების დაყენებას, თუმცა ის არსებულ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევდა. მოთხოვნა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებდა ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელებას. ჩვენს წინაშე არჩევანი ძალიან შეზღუდული იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საფასურს ბუნებრივი აირის გარეშე მივიღებთ, ეს საფასური იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს. თუკი დამატებითი რესურსის საჭიროება დადგება, ჩვენ გვექნება ბუნებრივი აირის უკეთეს ფასად მიღების საშუალება. ამასთან, რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არანაირად არ იზრდება. ასე, რომ ვერანაირ ძირეულ ცვლილებას იმ პრიორიტეტებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგა, მე ვერ ვხედავ", - განაცხადა რომან კაკულიამ.


კაკულია ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებასაც გამოეხმაურა და დასძინა, რომ „კრიტიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია".


არ მესმის, რატომ არის ეს მოვლენა ასეთი ტრაგიზმით აღსავსე. ძალიან მინდა, რომ ოპოზიციის კრიტიკა ისეთი იყოს, საიდანაც მე თვითონ რაღაც პოზიტივის ამოღებას შევძლებ. მაგრამ ტრაგიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია", - განაცხადა რომან კაკულიამ.


სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან" ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner