logo_geo
eng_logo
ზურაბ გვასალია: გალარების სამთავრობო პროგრამა შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, მსესხებლებს კი სავალუტო რისკს მოუხსნის
- +

11 იანვარი. 2017. 18:10


 

 

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალია განცხადებით, საქართველოს ბანკების ასოციაცია გალარების სამთავრობო პროგრამას მხარს უჭერს.


მისი თქმით, აღნიშნული შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, თავად მსესხებლებს კი სავალუტო რისკს მოუხსნის.


მე ვურჩევდი ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, დაელოდონ შეტყობინებას ბანკიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 5 დღის მანძილზე არ მოხდა თქვენთან, როგორც პოტენციურ კლიენტთან კომუნიკაცია და თვლით, რომ ეს პროგრამა გეხებათ, მიმართეთ სესხის გამცემ კომერციულ ბანკს," - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.


მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ სესხის გადატანა სხვა ბანკში, თუ, ბუნებრივია, სხვა ბანკი მსესხებელს უკეთეს პირობებს შესთავაზებს. სუბსიდიის ნაწილში ამ კატეგორიის მსესხებლები კონვერტაციის დროს რაიმე დამატებით ხარჯებს ასევე არ გადაიხდიან.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner