logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა: არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა
- +

17 თებერვალი. 2017. 00:39


დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მამამ, ავთო მამალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  მუქარა არ ყოფილა.



 „ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს. აქ არავინ მოსულა. არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა. ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, რა არის როგორ მიმდინარეობს, რა ხდება არაფერი არ ვიცი. დაკავების შემდეგ შვილთან არავითარი კომუნიკაცია არ მქონია", - განაცხადა მამაოს მამამ.


რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის საქმის ერთ-ერთ მოწმე ირაკლი მამალაძეს, ავთო მამალაძის თქმით, მას პირადად არ იცნობს.


„მე პირადად არ ვიცნობ. გიორგი თუ იცნობს, ვერ გეტყვით", - აღნიშნა ავთო მამალაძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სამართალდამცავები მათ სახლში არასდროს ყოფილან.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner