logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბევრს ვერ ან არ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურორის ენით
- +

17 თებერვალი. 2017. 12:10


„პატრიარქი სხვა ენით, სხვა მესიჯით ლაპარაკობს - ის საზოგადოებაზე სხვა კუთხით ზრუნავს", - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას.

 

„ბევრს ვერ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურორის და საბრალდებო დასკვნის ენით - ან ვერ წარმოუდგენია, ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას", - განაცხადა ვოლსკიმ.


ვოლსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „მოცემულობაა ის, რომ ადამიანი დაკავებულია გერმანიაში ციანიდის წაღების მცდელობაზე, სადაც ოპერაციას პატრიარქი იკეთებდა.


„ის, თუ რას ადასტურებს ეს მოცემულობა, ამას გამოძიება იტყვის. როდესაც დაკავებულია გერმანიაში ციანიდით მიმავალი ადამიანი და არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმისა, რომ რაღაც განზრახვა არ ჰქონდა, რასაკვირველია, შესაძლო უბედურებაზე თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი", - აღნიშნა ვოლსკიმ.


მან აქვე დასძინა, რომ გამოძიებამ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე თავისი სიტყვა უნდა თქვას.


შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბერლინიდან მიმართვა გაავრცელა:



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner