logo_geo
eng_logo
GWP: სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
- +

17 თებერვალი. 2017. 16:40



დღეს, 17 თებერვალს,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

 

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები,  ვარკეთილი 3-ში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სამ ახალ, 300 მმ-იან ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებენ, რის შემდეგაც ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც,

დღეს, 17 თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან, 18 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

 

სამგორის რაიონში:

ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონებს.

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით -  http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 



 

right_banner
არქივი
right_banner