logo_geo
eng_logo
„აუდიტორია 115“-ის მტკიცებით, „რუსთავის აზოტის“ ფაქტობრივი მფლობელი „საქართველოს ბანკია“
- +

17 თებერვალი. 2017. 17:36



სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115" „რუსთავის აზოტის" ქარხანასთან „საქართველოს ბანკის" კავშირის დასამტკიცებლად რამდენიმე დოკუმენტს აქვეყნებს.


დოკუმენტების თანახმად, რომელიც საჯარო რეესტრიდანაა მოპოვებული, „რუსთავის აზოტის" მფლობელის, სს „ეუ ინვესთმენთის" მესაკუთრეების ფასიანი ქაღალდები დაგირავებული და ბლოკირებულია სს „ბიჯეო ჯგუფის" სასარგებლოდ.





სს „ბიჯეო ჯგუფის" ოფისი გაგარინის 29ა-ში, „საქართველოს ბანკის" შენობაში მდებარეობს. ამასთან, „ბიჯეო ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი, სს „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტსაც იკავებს.




„ეუ ინვესთმენთის" დამფუძნებელი კი, „ამერიკის ხმის" ცნობით, „საქართველოს ბანკის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი, ეფრემ ურუმაშვილია.


„საქართველოს ბანკში" On.ge-ს უთხრეს, რომ არც „რუსთავის აზოტი" უყიდიათ და არც „ეუ ინვესთმენთთან" აქვთ რაიმე კავშირი.


რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აზოტის" ქარხნიდან დამსაქმებელმა 350 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან. სამსახურში მისულ თანამშრომლებს თავიანთი საშვები დაბლოკილი დახვდათ. „აუდიტორია 115"-მა და გათავისუფლებულმა მუშებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, მათ შორის თბილისში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ოფისთან და მათგან მოითხოვეს გათავისუფლებულთა უფლებების დაცვა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner