logo_geo
eng_logo
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
- +

17 თებერვალი. 2017. 19:40



22 თებერვალს, ოთხშაბათს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს. კომპანია დასაქმების ფორუმს „ექსპო ჯორჯიაში", მესამე პავილიონში გამართავს.


ფორუმის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინიტრაციული მიმართულებებით  განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების მოზიდვა და დასაქმება.


ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელმაც  მათ სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს (www.worknet.gov.ge) ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" არსებული აქტუალური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.


ასევე დასაქმების ფორუმის აქტიური მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულო.

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

GWP-იმ მთელი კვირის განმავლობაში, დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის, ვაკის, საბურთალოს, ნაძალადევის და გლდანის რაიონებში, ახალი ევროსტანდარტის წნევის რეგულატორები დაამონტაჟა.


სამგორის რაიონში, დღეს, 17 თებერვალს,  კომპანიის ტექნიკური ჯგუფები,  ვარკეთილი 3-ში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სამ ახალ, 300 მმ-იან ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებენ, რის შემდეგაც ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ამავე რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩის N23, N25 და N27 კორპუსების მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 330 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ჩუღურეთის რაიონში,  ჩუბინაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 600 მეტრი სიგრძის  მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ამავე რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 1.7 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

საბურთალოს რაიონში, ზაქარიაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე. წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 3 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

ისნის რაიონში, გონაშვილის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 200 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.


 

 

 

 


 

 

 

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner