logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა
- +

7 აპრილი. 2017. 12:56



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა. დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის „მოითხოვე ქართული" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.


„ქვეყნისათვის გადამწყვეტია  ეროვნული წარმოების  მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული", რომელიც ხელს უწყობს  ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას.

 

ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით - ასე რომ, მოგიწოდებთ „მოითხოვოთ ქართული", - განაცხადა პრეზიდენტმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner