logo_geo
eng_logo
ზურაბ ალავიძე: მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე წესები გასამკაცრებელია
- +

10 მაისი. 2017. 12:22



რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე წესები გასამკაცრებელია. აღნიშნული განცხადებით ალავიძე გუშინ ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

 

„მიმდინარეობს გამოძიება, ჩართულია შესაბამისი სამსახურები და მიზეზებზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. გამოიკვეთა, რომ ასეთი მაღალი რისკის ობიექტებზე გასამკაცრებელია წესები და მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხს", - განაცხადა ალავიძემ.


შეგახსენებთ, ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა. ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.


შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner