logo_geo
eng_logo
მეტროსადგურ „წერეთელზე“ მგზავრების მიღება განახლდა
- +

10 მაისი. 2017. 13:00



თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მეტროსადგურ „წერეთელზე" მგზავრების მიღება განახლდა.


„სადგურ „წერეთელზე"11:50 საათზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა და დაიწყო მგზავრების მიღება. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანების გამო, დროებით შეიზღუდა მგზავრების მიღება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ხარვეზის აღმოფხვრა დროულად მოახერხეს, ასევე, დეტალურად შეამოწმეს ესკალატორის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. სადგურწერეთლზე" მგზავრების გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა", - ნათქვამია განცხადებაში




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner