logo_geo
eng_logo
6 წლის წინ აქციაზე დაკავებული ვეტერანები 2 000 ევროს კომპენსაციას მიიღებენ
- +

10 მაისი. 2017. 14:53



თითოეულ ვეტერანს, რომლის მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა, სახელმწიფო 2 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის. ინფორმაციას 1tv.ge 2011 წლის 3 იანვრის აქციაზე დაკავებულ მალხაზ თოფურიაზე დაყრდნობით ავრცელებს.


მალხაზ თოფურიას თქმით, იმ პერიოდში, აქციის დარბევისას, 10 პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, 400-400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მათი მოქმედების ნაბიჯებს, თოფურიას თქმით, 2011 წლის დაკავებულები მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებენ „ნაციონალურ მოძრაობას" და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.


საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის დაწყებული გვქონდა, როდესაც გმირთა მოედანზე, მემორიალთან ერთ დილას სააკაშვილის ესკორტი გაჩერდა და 10 წუთი იდგა. ალბათ, ელოდა, რომ მივიდოდით. ეს არ გავაკეთეთ და ნახევარ საათში კუდ- და პოლიცია მოვიდა. დაგვაკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. მაშინ, ამერიკის ელჩის დროულმა გამოხმაურებამ გადაგვარჩინა და მალევე გაგვათავისუფლეს", - განაცხადა თოფურიამ.


6 წლის წინ, ვეტერანთა აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შესახებ, ევროპულმა სასამართლომ განჩინება 4 მაისს გამოიტანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლით დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები, რაც არასათანადო მოპყრობასა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას გულისხმობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner