logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი და პირველი ლედი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ
- +

5 აპრილი. 2016. 00:09


საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ.



„სხვადსხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ვარსკვლავები, რომ მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენს თანადგომას საჭიროებენ.   დღეს პრეზიდენტის სასახლეც ლურჯად განათდა, ეს არის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა.  მინდა, რომ ყველა ხელოვანი, ყველა ადამიანი ვისაც მსგავს აქციებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს, ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ მათ, ვისაც მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება",-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.



საქველმოქმედო კონცერტში  ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ, კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის სასწავლო-სარეაბილიტაციო  ცენტრის მშენებლობას.  ღონისძიება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ორგანიზებით გაიმართა.


 

right_banner
არქივი
right_banner