logo_geo
eng_logo
პეკინის ქუჩაზე მოძრაობა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს
- +

20 ივნისი. 2017. 18:00



მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ პეკინის ქუჩა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს.


როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, პეკინის გაცალმხრივება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.


ქუჩაზე მოძრაობის სქემები მუდმივი დაკვირვების საგანია. არსებობს იდეა, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს. ქუჩაზე ახლა მიმდინარე სამუშაოები კარგი შანსია ყოველდღიურობაში შევისწავლოთ ეს საკითხი", - აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური.


მათივე ცნობით, დაახლოებით 1 თვეში გახდება შესაძლებელი იმის შეფასება, რამდენად მოსახერხებელია პეკინის ქუჩის ცალმხრივად გადაკეთება. ამასთან, როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში თუ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება, კოსტავა-შარტავას ქუჩების გაცალმხრივებაც გახდება საჭირო.


რამდენიმე დღეა პეკინის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რის გამოც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა. მათ შორის, მოძრაობა შეიზღუდა და ცალმხრივი გახდა როგორც პეკინის გამზირზე, ისე შარტავას ქუჩაზე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner